ტრამპმა გააზიარა ვიდეო, რომელშიც რასისტული ფრაზა ისმოდა, ტვიტერმა – დამალა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე ვიდეო გააზიარა, რომელშიც მისი მხარდამჭერი რასისტულ ფრაზას სკანდირებდა – “თეთრი ძალა” მათი სლოგანია, ვინც თეთრ რასას სხვებზე აღმატებულად მიიჩნევს.

 

ტრამპის მხარდამჭერი აქცია, სადაც ეს ფრაზა გაისმა, ფლორიდაში გაიმართა. მსვლელობას დაპირისპირება მოჰყვა – აშშ-ს პრეზიდენტის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტრამპმა უარყო ბრალდებები, რომ ის რასიზმის საკითხის ირგვლივ დაძაბულობას სათავისოდ იყენებს. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, პრეზიდენტს არ გაუგია, რომ ვიდეოში ფრაზა “თეთრი ძალა” გამოიყენეს.

ტვიტში, რომელიც სოციალურმა ქსელმა მოგვიანებით იმ მოტივით დამალა, რომ მასში”ძალადობის განდიდების” ნიშნები დაინახა, პრეზიდენტი მადლობას უხდიდა პენსიაზე გასულ დიდებულ ადამიანებს ჩრდილო-დასავლეთ ორლანდოდან, სადაც აქცია გაიმართა. “რადიკალი მემარცხენე უმაქნისი დემოკრატები შემოდგომაზე დამარცხდებიან. კორუმპირებული ჯო [ბაიდენი] დამარცხებულია. შემოდგომაზე დემოკრატები დაეცემიან. შეხვედრამდე”. – წერდა ის.

ტიმ სკოტმა, რომელიც ერთადერთი ფერადკანიანი რესპუბლიკელია აშშ-ის სენატში, CNN-თან თქვა, რომ ვიდეო შეურაცხმყოფელი იყო და ტრამპს წაშლისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით ტრამპის პრესსპპიკერმა, ჯუდ დირმა განმარტა, რომ პრეზიდენტს არ გაუგია ის ერთი განცხადება, რომელიც ვიდეოში ისმის, მხოლოდ თავისი ბევრი მხარდამჭერის უზარმაზარი მხარდაჭერა დაინახა

AP-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ტვიტი თავად წაშალა.

 

“ტაბულა”