რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უნგრეთის მოთხოვნას, მეტი რუსული ბუნებრივი აირის შეძენის შესახებ, განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება ლავროვმა მოსკოვში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს ვიზიტისას გააკეთა.
ამასთან, ევროკავშირის წევრი უნგრეთი, რომელიც დაახლოებით 85%-ით არის რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებული, ევროკავშირის სანქციებს, რუსული ბუნებრივი აირის იმპორტთან დაკავშირებით, მტკიცედ ეწინააღმდეგება.
სიიარტომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რუსეთთან არსებული გრძელვადიანი მიწოდების შეთანხმების გარდა, უნგრეთს კიდევ 700 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი სჭირდებოდა.
“ამჟამინდელი ბაზრის ვითარებიდან გამომდინარე, მოგვწონს თუ არა რუსული წყაროების გარეშე შეუძლებელი იქნება დამატებით 700 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ყიდვა”, – განაცხადა სიიარტომ და დასძინა, რომ რუსეთთან დამატებითი შესყიდვების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.