რუსეთი მსოფლიოს არ აშიმშილებს – შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე უკრაინასთან დღეს ფორმდება

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსეთი და უკრაინა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელს 22 ივლისს მოაწერენ.

გაეროს მიერ შეთავაზებული შეთანხმების ხელმოწერა სტამბოლში გაიმართება და მას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში დაესწრებიან.

13 ივლისს, სტამბოლში ოთხმხრივი მოლაპარაკებების მონაწილეები შეთანხმდნენ, შეიქმნას საკოორდინაციო ცენტრი უკრაინული მარცვლეულის საზღვაო გზით ექსპორტისთვის.