იგორ კოლომოისკის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა

ცნობილ უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა სერგეი ვლასენკომ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

იგორ კოლომოისკი 201—2015 წლებში დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სწორედ ის აფინანსებდა ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო კამპანიას.

2021 წლის მარტიდან კოლომოისკის და მისი ოჯახის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები მოქმედებს.