“ქართულ ოცნებას” არ ვურჩევ გააკეთოს ის, რაც ნოემბერში გააკეთა

„ევროპული საქართველო“ არ დაესწრება პლენარულ სხდომას, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით უნდა დაამტკიცონ.

როგორც პარტიის წევრმა სერგო რატიანმა აღნიშნა, იმისათვის, რომ მათ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ, ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შეასრულოს,

“არაერთხელ განვაცხადეთ, რომ უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი და სანამ გიორგი რურუა არ იქნება თავისუფალი, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება პოლიტპატიმრებისგან, ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, თუ მის გეგმებში შედის გააკეთოს ის, რაც გააკეთა ნოემბერში, ამასაც არ ვურჩევ. ასეთ შემთხვევაში, მას სერიოზული პრობლემები ექნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ“, – განაცხადა რატიანმა.

 

 

 

“აიპრესი”