“დაისი” და რაჭული ცეკვები, ქართული სიმღერები – როგორ დახვდნენ ირაკლი ღარიბაშვილს უზბეკეთში ვიზიტისას

“დაისი” და რაჭული ცეკვები, ქართული სიმღერები – როგორ დახვდნენ ირაკლი ღარიბაშვილს უზბეკეთში ვიზიტისას.

“დაისი” და რაჭული ცეკვები, ქართული სიმღერები – როგორ დახვდნენ ირაკლი ღარიბაშვილს უზბეკეთში.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად უზ­ბე­კეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც სხვა­დას­ხვა ლი­დერ­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა.

მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ოს, სა­დაც ასა­ხუ­ლია, თუ რო­გორ დახ­ვდნენ ღა­რი­ბაშ­ვილს უზ­ბე­კეთ­ში. რო­გორც ვი­დე­ო­დან ჩანს, შეს­რულ­და ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი და სიმ­ღე­რე­ბი:

“ნამ­დვი­ლად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ უზ­ბე­კეთ­ში რა­ჭულ ცეკ­ვას ვნა­ხავ­დი. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად ტაშ­კენ­ტში, ოფი­ცი­ა­ლურ სა­დილ­ზე უზ­ბე­კე­თის პრე­მი­ერ­მა უმას­პინ­ძლა.

მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც უზ­ბე­კე­თის მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­ი­მარ­თა, ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი­თა და სიმ­ღე­რე­ბით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ა­მა­ყო იყო თუნ­დაც ამ კულ­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მით გა­მო­ხა­ტუ­ლი ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის პა­ტი­ვის­ცე­მის ჟეს­ტი მას­პინ­ძლის მხრი­დან” – წერს ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი.

წყარო: ambebi.ge