ყაჩაღური თავდასხმა ვარშავის ცენტრში, რომლისთვისაც, სავარაუდოდ, 4 ქართველს ეძებენ …

ყაჩაღური თავდასხმა ვარშავის ცენტრში, რომლისთვისაც, სავარაუდოდ, 4 ქართველს ეძებენ – გატაცებულია ბანკის კუთვნილი ნახევარი მილიონი ზლოტი.

“რუს­თა­ვი 2” ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ვარ­შა­ვის ცენ­ტრში ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ფი­გუ­რი­რე­ბენ – გა­ტა­ცე­ბუ­ლია ბან­კის კუთ­ვნი­ლი ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ზლო­ტი. პო­ლო­ნე­თის პო­ლი­ცია 4 ქარ­თველ მა­მა­კაცს ეძებს, რომ­ლე­ბიც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ისე მი­ი­მალ­ნენ, რომ მათ კვალს ამ დრომ­დე ვერ მი­აკ­ვლი­ეს. ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის დროს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ნიღ­ბე­ბით იყ­ვნენ, თავ­დას­ხმის შემ­დეგ კი ყა­ჩა­ღებ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­იც­ვა­ლეს.

არ­სე­ბობს ეჭვი, რომ დაჯ­გუ­ფე­ბა ბან­კის სა­ინ­კა­სა­ციო მან­ქა­ნას რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უთ­ვალ­თვა­ლებ­და და თან­ხის გა­ტა­ცე­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლი წი­ნას­წარ ჰქონ­და გათ­ვლი­ლი. ჯგუ­ფის წევ­რებ­მა დაჭ­რეს დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი და ფუ­ლით სავ­სე ჩან­თა დღი­სით, თვითმხილ­ვე­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით გა­ი­ტა­ცეს.

ვარ­შა­ვა­ში სა­ინ­კა­სა­ციო მან­ქა­ნას ოთხი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნიღ­ბი­ა­ნი მა­შინ და­ეს­ხა თავს, როცა დაც­ვას ბან­კი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩან­თით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა გა­მოჰ­ქონ­და.

პო­ლო­ნურ მე­დი­ა­ში გა­სა­ჯა­როვ­და მოწ­მის ჩვე­ნე­ბაც, რო­მე­ლიც ფაქ­ტის უშუ­ა­ლო თვითმხილ­ვე­ლია. მისი გად­მო­ცე­მით, 4 მა­მა­კა­ცი დაც­ვას ჯერ და­ნით და­ეს­ხა თავს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის შემ­დეგ კი თავ­ში ბლაგ­ვი სა­გა­ნი ჩა­არ­ტყეს, ფუ­ლით სავ­სე ჩან­თა გა­ი­ტა­ცეს და “ფოლცვა­გე­ნის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ი­მალ­ნენ.

და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1 კი­ლო­მეტრში თავ­დამ­სხმე­ლებს სა­ვა­რა­უ­დოდ სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლი ელო­დე­ბო­დათ. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ თავ­დას­ხმის დროს დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა ია­რა­ღი­დან გა­ის­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლი და­იჭ­რა. პო­ლი­ცი­ამ უკვე გა­აფრ­თხი­ლა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ სა­ეჭ­ვო პა­ცი­ენ­ტის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს აც­ნო­ბონ.

წყარო: newposts.ge