მოქალაქემ ოჯახური კონფლიქტისთვის გამოძახებული პატრულ-ინსპექტორი დაჭრა და თავად მე-7 სართულიდან გადახტა.
შსს-ის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც შეტყობინების ინიციატორის მეუღლე – 1985 წელს დაბადებული გ.კ. გახდა აგრესიული და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორს დ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით, მარცხენა ზედა კიდურის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ამავე კორპუსის მე-7 სართულის სადარბაზოდან გადახტა.
“აღნიშნული პიროვნება სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, დ.ბ.-ს ის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელეულ ინფორმაციაში.
წყარო: ghn.ge