რევოლუცია ვერ შედგა მათი[ნაციონალური მოძრაობის] ხელმძღვანელობით, ვერ განვითარდა დესტაბილიზაციის პროცესები და კიდევ იმუქრებიან, რომ სექტემბრიდან დღის წესრიგში კვლავ რევოლუცია იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც გია ვოლსკი განმარტავს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არასამთავრობო ორგაgiaნიზაციებმა და სახალხო დამცველმა „ძალიან შორს შეტოპეს“.
„არც საზოგადოების მოწოდება, არც ევროკავშირის, არც ცალკეული ევროპარლამენტარების მოწოდება არაფერს ნიშნავს, იმასთან შედარებით, რა მდგომარეობაშიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიგდო თავი“. რევოლუცია ვერ შედგა მათი ხელმძღვანელობით, ვერ განვითარდა დესტაბილიზაციის პროცესები და კიდევ იმუქრებიან, რომ სექტემბრიდან დღის წესრიგში კვლავ რევოლუცია იქნება. რა საკვირველია, ამ პირობებში, ნებისმიერი აზრი, რომ ნორმალურ ფორმატებში მუშაობას შევუერთდეთ ვერ გაიმარჯვებს და ვერ იქნება მიღებული, იმ საზოგადოებაში, რომელსაც ჩვენ ოპოზიციას ვეძახით.
2013 წლიდან სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ, რომ დესტაბილიზაცია და რევოლუციური პროცესები განეხორციელებინათ.
ამ გეგმას „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტური პოლიტიკური პარტიები ვერ უარყოფენ და უკან ვერ დაიხევენ. ძალიან სერიოზულად შეტოპეს მათაც და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, სახალხო დამცველმაც, ვინც თავისი მანდატის დარღვევით დაუჭირა მხარი. ომს დაუჭირეს მხარი და რა საკვირველია, დღეს არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ ეს განახორციელონ და მეორე მხრივ, უკან დაიხიონ, შეუერთდნენ ნორმალური მუშაობის ფორმატს“,-აღნიშნავს ვოლსკი.