პრეზიდენტს გავუმხილეთ უამრავი დეტალი, რის საფუძველზეც მას უნდა განეხორციელებინა ანალიზი, გაეკეთებინა რაღაცეების შეფასება, გადაფასება, თუმცა მან ეს ვერ შეძლო _ ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.
” ჩვენ გვქონდა არაერთი საშუალება დისკუსიის მასთან და სხვათა შორის ბევრ ისეთ დეტალზე გვისაუბრია პრეზიდენტთან, რაზეც საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ. ანუ გავუმხილეთ უამრავი დეტალი, რის საფუძველზეც მას უნდა განეხორციელებინა ანალიზი, გაეკეთებინა რაღაცეების შეფასება, გადაფასება, თუმცა მან ეს ვერ შეძლო. რა იყო ამის მიზეზი ეს არ ვიცი” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.