არახამია ოცნებას: ბიჭებო, აკურატულები იყავით, მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე

დამნაშავეებს რად უნდათ მტკიცებულებები?! ჩვენ მათ გადავცემთ კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც სანქციებით არიან დაკავებული.

ამას ყველა შემთხვევაში ნახავენ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. აი, ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე. ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც. ახლა თამამები არიან პოლიტიკური ლიდერები, მედიას აკონტროლებენ, ციხეში ჩასვეს ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ ლაპარაკობდა, მაგრამ ეს მალე გამოსწორდება. შეხედეთ, ჩვენ აქ შემთხვევით კი არ ვართ. ჩვენც ზუსტად ასეთი ბიძია გვყავდა. ისიც ასე ლაპარაკობდა: ყველას დავაპატიმრებ, მე ყველაზე მდიდარი ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ, რა მოუვიდა. ასე რომ, დროა, თქვენც უძრავი ქონება როსტოვში მოძებნოთ.

მთავარ არხთან ინტერვიუში ამბობს ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამია ქართულ ოცნებაზე. [მთავარი არხის თარგმანი]