უკრაინელებისთვის გაუგებარია, რატომ აყოვენბს საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ განაცხადა.
ისი თქმით, ყველა შეხვედრაზე, სადაც კი მან მონაწილეობა მიიღო, უკრაინელები ამ შეკითხვას სვამდნენ.
“უკრაინა ძალიან აქტიურად მუშაობს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით. ყველა შეხვედრაზე, სადაც კი ვიყავი და ვისაც შევხვდი, ყველგან ერთი და იგივე მოვისმინე, რომ მიხეილ სააკაშვილი, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს ომი, რომელსაც აქვს დიდი კავშირები და სასარგებლო იქნებოდა ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილის ჩართვა. ამიტომ, მათთვის გაუგებარია რატომ აყოვნებს საქართველოს ხელისუფლება მის გადაყვანას და მის გადაცემას უკრაინისთვის. რა თქმა უნდა ეს კითხვა ყველგან არსებობს, ყველა შეხვედრაზე.
ამ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორებთან, ძირითადად კი ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან,” – განაცხადა კობა ნაყოფიამ.