პიტერ სიიარტო – მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ “გაზპრომბანკი” თუ მოხვდებოდა სანქციების სიაში, უნგრეთი მას მხარს ვერ დაუჭერდა.
ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ „გაზპრომბანკი“ მოხვდება სანქციების სიაში, უნგრეთი მას ვერ დაუჭერს მხარს. შემოთავაზებული სანქციები, რომლებიც უკვე მოწოდებულ იქნა, არ ეხება „გაზპრომბანკს“, რადგან შეზღუდვები ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე არ არის – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
სიიარტომ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ შეთანხმებული სანქციების მეშვიდე პაკეტი წინა პაკეტებით გათვალისწინებული შეზღუდვების დაკონკრეტებას წარმოადგენს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ახალ პაკეტში არ არის მოხსენიებული „გაზპრომბანკი“.
ამასთან, სიიარტომ დაადასტურა რუსულ ოქროზე ემბარგოს დაწესება და ორმაგი დანიშნულების საქონლით ვაჭრობის რეგულირება. სანქციების სიას ასევე დაემატება 48 ფიზიკური და ცხრა იურიდიული პირი, მათ შორის რუსეთის ვიცე-პრემიერი, რუსეთის ფედერალური სუბიექტების ხელმძღვანელები და “სბერბანკის” უმაღლესი მენეჯმენტი.
წყარო: 1tv.ge