ისრაელის პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის მზადაა ოფიციალურ მოსკოვთან დიალოგისთვის. ლაპიდის თქმით, რუსეთსა და ისრაელს შორის კავშირები „მემკვიდრეობას ეფუძნება“.
„ისრაელისა და რუსეთის ურთიერთობები მემკვიდრეობას, უწყვეტ კავშირსა და ორმხრივ ინტერესებს ეფუძნება. ებრაული თემი რუსეთში ამ ურთიერთობებში ცენტრალურია“, – აღნიშნულია ლაპიდის განცხადებაში.
ლაპიდის ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელის ლიდერმა კომენტარი კრემლის პრესსპიკერის, განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რა დროსაც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ებრაულ სააგენტოსთან დაკავშირებით ვითარება არ უნდა იყოს პოლიტიზებული.