სინგაპურელი ანალიტიკოსი: მოსკოვს ერთი დარტყმით შეუძლია მსოფლიოში არსებული ფინანსური სისტემის დანგრევა

ძვირფასი ლითონების მოსკოვის საერთაშორისო ბირჟის ამოქმედება ლონდონის მონოპოლიას ოქროს ფასების დადგენაზე დაამსხვრევს და დოლარის ბატონობაზე აგებულ მსოფლიოს საფინანსო სისტემასაც დაარტყამს მთლიანობაში.

ასეთი დასკვნები გამომდინარეობს  სინგაპურის BullionStar-ის ძვირფასი ლითონების ანალიტიკოსის რონან მენლის სტატიიდან. მანლიმ შეისწავლა ინფორმაცია მოსკოვის მიერ საკუთარი ოქროს სტანდარტის სავარაუდო დანერგვის შესახებ.

მოსკოვის მსოფლიო სტანდარტის (MWS) განხილვა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ინიციატივით გაიმართა. რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს წინადადებით, პროექტი ივლისიდან განიხილება საჯარო სამსახურის სხვადასხვა დონეზე და ბაზრის მონაწილეებს შორის.

თუ პროექტი მიღებულ იქნა, მაშინ MWS გახდება ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზრის ასოციაციის (LBMA) საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტის ალტერნატივა. აქამდე სწორედ ლონდონის Bullion Market Association გახლავთ ფულადი ოქროს ვაჭრობის მთავარი ინფრასტრუქტურა მსოფლიოში.

ეს ნაბიჯი არა მხოლოდ გაანეიტრალებს  რუსეთის ძვირფასი ლითონების საწინააღმდეგო დასავლურ სანქციებს, როდესაც რუსული ძვირფასი ლითონები მიმოქცევიდან ამოიღეს, არამედ წერტილს დაუსვამს ლონდონის ასოციაციისა და ნიუ-იორკის COMEX-ის დომინირებას “სამეფო ლითონზე” ფასების განსაზღვრაში.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მარეგულირებელი ორგანოს მონაწილეობა, ასევე რუსეთის ფინანსთა სამინისტროს დათქმა “BRICS-ის წევრ ქვეყნებში ანგარიშსწორების ახალი ერთეულის შესახებ” მეტყველებს იმაზე, რომ მოსკოვის ინიციატივას მხარი შეიძლება დაუჭირონ როგორც მისმა პოსტსაბჭოთა მოკავშირეებმა, ისე არადასავლური სამყაროს წამყვანმა სახელმწიფოებმა, მათ შორის, ოქროს მომპოვებელმა ქვეყნებმა, რომლებიც ასევე ცდილობენ ლონდონისა და ნიუ-იორკის დიქტატისაგან თავის დაღწევას.

„ჩაუღრმავდით: ის, რაც ჰგავდა რუსეთის ნაჩქარევ მცდელობას, პასუხი გაეცა LBMA-დან თავის გაძევებაზე, მოულოდნელად იქცევა გრძელვადიან გეგმად – მოიცავს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს, BRICS-ს (ბრაზილია-რუსეთი-ინდოეთი-ჩინეთი-სამხრეთი აფრიკა) და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას. ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის ფასების მკვეთრი ნახტომის შემდეგ, რუსეთისთვის ძვირფასი ლითონებით ვაჭრობის აკრძალვა დასავლეთის მორიგი გასროლა იქნება? – ასეთ რიტორიკულ შეკითხვას სვამს რონან მენლი.

სტატია სრულად, ინგლისურ ენაზე: Bullionstar.