რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა დასახელდეს თუ არა რუსეთი ტერორიზმის სპონსორად? ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა -„არა“.

ცნობისთვის, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას უკრაინის ხელისუფლება ითხოვს.