ისრაელმა სირიაში მდებარე ალეპოს აეროპორტზე საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ასაფრენი ბილიკი დაზიანდა და აეროპორტის ფუნქციონირება შეწყდა, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
ბოლო პერიოდში ისრაელმა სირიის აეროპორტებზე არაერთი დარტყმა განახორციელა, რათა ირანის მიერ სირიასა და ლიბანში მყოფი თეირანის მოკავშირეებისთვის იარაღის მიწოდება შეაფერხოს.
ისრაელმა ალეპოს აეროპორტზე იერიში 31 აგვისტოსაც მიიტანა, რასაც მატერიალური ზარალი მოჰყვა.