კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ კუთხით არაფერი დაუწყია და მხოლოდ მის დასრულებას ცდილობს. აღნიშნულის შესახებ პუტინმა ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ არაფერი დაგვიწყია „სამხედრო ოპერაციების“ კუთხით, მხოლოდ დასრულებას ვცდილობთ. საომარი მოქმედებები 2014 წელს დაიწყო უკრაინაში „სახელმწიფო გადატრიალების“ შემდეგ. „სამხედრო ოპერაციის“ ჩატარება მიზნად ისახავს იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც 8 წელია დონბასში წნეხის ქვეშ არიან“, – აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკითხი მშვიდობიანად ვერ მოგვარდა.
„ჩვენი ყველა ქმედება მიმართულია დონბასში მცხოვრები ხალხის დასახმარებლად. ეს ჩვენი მოვალეობაა და ჩვენ შევასრულებთ. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას“, – დასძინა პუტინმა.