გერმანიაში პედოფილიის საქმეში 30 ათასამდე ეჭვმიტანილი გამოვლინდა

გერმანიაში, ჩრდილოეთ რეინში, სამართალდამცველები ქალაქ ბერგიშ-გლადბახში მომხდარი პედოფილიის ფაქტს იკვლევს. გამოცემა bild-ის ცნობით, გამოძიების შედეგად გამოვლინდა 30 ათასი ადამიანი, რომლებიც “ანტიპედოფილიის” კანონს არღვევდნენ.

გამოცემა გერმანიის იუსტიციის მინისტრ პეტერ ბიზენბახს ეყრდნობა. საქმე ეხება ბავშვთა პორნოგრაფიასა და ასევე მათ მიმართ მოპყრობის მძიმე ფაქტებს. სოციალური ქსელის მომხმარებლები ჯგუფებში განიხილავდნენ პედოფილიას, უზიარებდნენ რჩევებს, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობა „დამამშვიდებლად“ მოქმედებს.

სოცილურ ქსელში, ზოგიერთ ჯგუფში ადამიანები ბავშვების მიმართ დანაშაულის ჩადენაზე შეთანხმდნენ. “აქამდე არ გვეგონა, რომ სოციალურ ქსელში ბავშვების მიმართ ძალადობა ამ დოზით იყო წარმოდგენილი” – ამბობს გერმანიის იუსტიციის მინისტრი.

გამოცემის ცნობით, რეგიონში მუშაობს მიზნობრივი ჯგუფი, რომელიც კიბერდანაშაულს იკვლევს. ექვსი პროკურორი ფოკუსირებულია ისეთ საქმეებზე, რომელზეც არსებობენ ეჭვმიტანილები, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ნამდვილად მოხდა.

წყარო: imedinews.ge