უკრაინაში, ჩვეულებისამებრ, შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული მორიგი სკანდალია. 81-ე აერომობილური განცალკევებული ბრიგადის ხელმძღვანელობა სამხედროების ნათესავებსა და ოჯახის წევრებს ინფორმაციებს უმალავს დაღუპულთა, დაჭრილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ. არადა, 81-ე ბრიგადა უკრაინაში “ელიტურად” ითვლება.
ბრიგადის მეთაურები უარს ამბობენ მონაცემების გასაჯაროებაზე. ინტერნეტში გავრცელდა მთელი გამოძიება ამ ეპიზოდთან დაკავშირებით (იხ. უკრაინულ ენაზე).
მასალაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 81-ე ბრიგადა მთელ უკრაინაში მასმედიის მეცადინეობით გახდა ცნობილი, რის გამოც მედიასაშუალებების მფლობელებმა “დიდი ფული მიიღეს პრეზიდენტის ოფისისგან”. ამის შესახებ სიუჟეტები გავრცელდა ქსელსა და მედიაში, მაგრამ რჩება ერთი “მაგრამ”, – აღნიშნულია გამოძიებაში.
«ბრიგადის ხელმძღვანელობა გადაჭრით ამბობს უარს ბრიგადაში არსებული რეალური ვითარება გვაჩვენოს. მებრძოლთა ოჯახის წევრები არ ჩერდებიან და თავიანთი სამხედროების ძებნას განაგრძობენ», — აღნიშნულია ტექსტში.
ბრიგადაში დაკარგულთა პრობლემას “არავინ არ წყვეტს, კიევში კი ამას აჩუმათებენ”. სამხედროების ნათესავები იძულებულნი არიან, მიმართონ ყველა ცნობილ ინსტანციას: სამხედრო კომისარიატებს, პრეზიდენტის ოფისს, სამხედრო ნაწილის მუდმივი დისლოკაციის პუნქტებს… კომისარიატებში მათ ურჩევენ, მიმართონ ბრიგადას, დოსლოკაციის პუნქტებში კი პასუხობენ, რომ მონაცემები არ აქვთ. როდესაც ნათესავებს გამოსდით ბრიგადის სამსახურებრივ ნომერზე დაკავშირება, მათ კითხვითვე პასუხობენ, თუ საიდან აქვთ ეს ტელეფონის ნომერი – მიუხედავად იმისა, რომ ნომერი ოფიციალურია.
ბრიგადის ხელმძღვანელობა ნათესავების ქმედებებს ქსელში თვალს ადევნებს, რათა მათ შემდგომი გამოძიების ხალისი დაუკარგოს. ასევე აძლევენ სტანდარტულ რჩევებს: “წადით ეკლესიაში, დაანთეთ სანთელი”, “არავინ არაფერს გეტყვით” ან “ისხედით ჩუმად, არავის მისწეროთ სოციალურ ქსელებში” – ასეთ რჩევებს იძლევიან ბრიგადის მეთაურები.
გამოძიების ტექსტი მთავრდება სიტყვებით, რომ დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურე ბრიგადის ხელმძღვანელობისთვის გამოყენებული მასალაა. დანაშაულებრივი დუმილი თანამედროვე უკრაინული ხელისუფლებისა და შეიარაღებული ძალების სარდლობის ნამდვილ სახედ იქცა.
ცოტა ადრე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ დონეცკის რესპუბლიკის დასახლებულ პუნქტ კრასნოპოლიესთან, საცეცხლე დარტყმებით, განადგურებულ იქნა 81-ე უკრაინული სადესანტო-შემტევი ბრიგადის 20-მდე ჯარისკაცი, დაჭრილი კი 50-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია.