დავით კირკიტაძე: ირაკლი კობახიძემ ქართველი კალათბურთელები დათარსა, ახლა ხვიჩა კვარაცხელიაზეა გადაკიდებული

ირაკლი კობახიძემ ქართველი კალათბურთელები დათარსა, ახლა ხვიჩა კვარაცხელიაზეა გადაკიდებული, ხშირად ახსენებს, თავი დაანებოს ამ ბიჭს, პოლიტიკას მიხედოს _ ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

„ჩვენი ქართველი კალათბურთელები ხო დანავსა და დათარსა, იქ მივიდა დიდი კლათბურთელივით, ფეხბურთის მაისურით და ვხედავთ რა სატურნირო მდგომარეობა აქვთ. მოკლედ, ცუდი ფეხი აქვს ამ ადამიანს. ახლა გადაკიდებულია კვარაცხელიას და ხშირად ახსენებს. თავი დაანებოს ამ ბიჭს, რომელიც კარგად თამაშობს, ყველას გვიყვარს, წარმატებულია, ნუღარ ახსნებს ხოლმე. პოლიტიკას მიხედოს, თავის ჩაოხრებულ საქმეს მიხედოს, თავისი პასუხისმგებლობა, ვალდებულება ხალხის წინაშე კარგად გააცნობიეროს“_ განაცხადა დავით კირკიტაძემ.