წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ანა შაქათის განცხადებით, მიმდინარე წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს.

„ძალიან მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება. ყველას ვურჩევთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ. წელს ეს მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს“, – განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

მისივე თქმით, ნორმალურ პირობებში ხალხს სურს გრიპის თავიდან აცილება, ხოლო კორონავირიუსის პანდემიის დროს გრიპის თავიდან აცილება ხალხს საშუალებას მისცემს სხვა რესპირატორულ დაავადებებზე ტესტირების გავლა თავიდან აიცილონ.

„ადამიანი, რომელიც კორონავირუსზე შესამოწმებელია, სავარაუდოდ, გრიპზეც უნდა შემოწმდეს და მას კორონავირუსი და გრიპი ერთდროულად შეიძლება ჰქონდეს. ჩინეთიდან მიღებულმა მონაცემებმა ცხადყო, რომ ადამიანს ორივე ვირუსი შეიძლება ერთდროულად ჰქონდეს“, – დასძინა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

“იმედინიუსი”