საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მოსმენების შესახებ კანონი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს, ნაცვლად მასთან დაახლოებისა.
ქადაგიშვილმა ამ განცხადებას პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა.
„ძალიან დიდი პატივს ვცემთ შეერთებული შტატების საელჩოს, მაგრამ სულ მცირე, ცოტა კორექტული ფორმულირება არის საჭირო, მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი საშუალება მიიღო. დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები რაა, რას ეხება ეს ცვლილება. ეს ცვლილება ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას. რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი, არანაირი ობიექტური ანალიზი არ არის. ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული შეტევის მცდელობა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.