ახალი სახალხო დამცველის არჩევის წესთან და პროცედურებთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით – 80 ხმით, ერთხმად მიიღო.
პირველი მოსმენით კენჭისყრისგან განსხვავებით, “ნაციონალური მოძრაობის“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“ და “ლელოს” დეპუტატებმა “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს.
კანონპროექტს ოპოზიციიდან მხარი დაუჭირეს: – მიხეილ დაუშვილმა, შალვა კერესელიძემ, ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, თამარ კორძაიამ, ჰერმან საბომ, ასევე ავთანდილ ენუქიძემ და ფრიდონ ინჯიამ.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვინც პროექტს ხმა მისცა, მადლობა გადაუხადა.