“ოცნებამ” კაპიტულაცია გამოაცხადა”- ოპოზიციას გიორგი რურუას გათავისუფლების იმედი აქვს

საკონსტირუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდება, ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.


მიღწეულ ცვლილებებს ახალგაზრდების ბრძოლის შედეგი უწოდა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, რომან გოცირიძემ. მისი თქმით, საარჩევნო სისტემის შეცვლა ქვეყნისთვის უდიდესი დადებითი შედეგის მომტანია, ხოლო “ქართული ოცნებისთვის” კი კაპიტულაციას ნიშნავს.

“უზარმაზარი ძვრები მოხდა ქვეყანაში, ეს არის ბრძოლის შედეგი, მათ შორის იმ ბრძოლის, რომელიც წამოიწყეს ახალგაზრდებმა, სწორედ მათი იდეა იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. შემდეგ პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, საერთაშორისო ძალების ზეწოლა. ფაქტობრივად მოახდინა ქართულმა ოცნებამ კაპიტულაცია”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე.

“ვროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ ერთ შედეგს მეორეც მოყვება და საერთაშორისო წნეხის შედეგად გიორგი რურუა გათავისუფლოდება.

“პოლიტპატიმარი გიორგი რურუა არის ციხეში. ამაზე გაგრძელდება საზოგადოების წნეხი, საერთაშორისო მეგობრების წნეხიც. თუ გონს მოეგო ივანიშვილი, ძალიან კარგი იქნება, ერთ შედეგს დაემატება მეორე, ნორმალიზაცია ვითარების, თუ არა თვითონ გადაიხდის ამის საფასურს. ამ ახალ სისტემაში, რომელიც არ უნდოდა მიეღო და იძულებული გახდა, დამარცხდება”, – აცხადებს “ევროპული საქართველოს” ლიდერი.

 

“ნიუპოსტი”