ნატო სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
ნატო სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ „ტვიტერში“ დაწერა.
– “ძალიან შეშფოთებული ვარ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების გამო, მათ შორის ცნობებით სომხეთის შიდა დასახლებებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესახებ. ნატო საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს” – წერს ხავიერ კოლომინა.
https://twitter.com/JavierColominaP/status/1569628316511993857
წყარო: 1tv.ge