რუსი კანონიერი ქურდისა და ქართველი ქალის ქორწილში თამადა ქუთაისელ ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე იყო (+ფოტოები)

რამდენიმე დღის წინ ქუთაისელი ქალი ცოლად რუს „კანონიერ ქურდს“ გაჰყვა.

ევ­გენი ვესიოლკინმა და ნათია დოლიძემ ჯვარი მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაიწერეს. მოძღვარი საქართველოდან იყო მიწვეული, ხოლო ქორწილში თამადად მიწვეული იყოს ქუთაისიდან დათო ლიკლიკაძე.

გრანდიოზული ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელში თავად დათო ლიკლიკაძემ გაავრცელა.

ამ ამბავს უკვე მოჰყვა მითქმა-მოთქმა და ლიკლიკაძეს თავის მართლებაც უწევს. ჟურნალისტმა ელისო კილაძემ კოლეგას პირდაპირ ჰკითხა:

„კანონიერი ქურდის ქორწილში იყავი თამადა?“

დათო ლიკლიკაძემ კი ასეთი პასუხი გასცა:

„მეგობრის ქორწილში ვიყავი თამადად. ნათია ქურდი არ არის. მისი ქმრის პროფესიის შესახებ მერე გავიგე“.