ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სექტემბერში საქართველოში საწვავის ფასის შემცირებაა მოსალოდნელი

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სექტემბერში საქართველოში საწვავის ფასის შემცირებაა მოსალოდნელი.

„აგვისტოს თვე ფასების კლების ტენდენციით გამოირჩევა. ყველა ტიპის საწვავზე, აგვისტოში დაახლოებით, 30-დან 40 თეთრამდე დაიკლო. ეს ეხება პრემიუმს, რეგულარს, დიზელის საწვავს. სექტემბრის თვეში დღევანდელი მონაცემებით, რამდენიმე კომპანიას ფასები შემცირებული აქვს დაახლოებით, 5-თეთრიან შუალედში, თუმცა ჩვენი მოლოდინი სექტემბერში არის, რომ ფასები კიდევ უნდა დაკორექტირდეს შემცირების მიმართულებით“, – აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.