ნელი დოროყაშვილი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. სადაც დაზარალებულის სტატუსით ნელი დოროყაშვილი დაიკითხა.

ჩოგბურთელის ცოლის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი მასზე სხვადასხვა დროს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობა. ამის მტკიცებულებად კი აუდიო და ვიდეო ჩანაწერები წარმოადგინა. რომელიც საქმეში დაახლოებით 100-მდეა.

მიუხედავდ იმისა, რომ სასამართლომ ბასილაშვილისა და დოროყაშვილის საერთო შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, დედას, სასამართლოს ნაწილობრივ დახურვა შესთავაზა, დოროყაშვილმა ამაზე უარი თქვა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 27 სექტემბერს ჩაინიშნა.

ნელი დოროყაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბასილაშვილმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

“ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე და დაეკისროს ვალდებულება, ოღონდ სასჯელს მე ვერ შევუფარდებ, ეს მოსამართლესთან უნდა გაარკვიოთ. ჩემთან ამ შეკითხვაზე ლაპარაკი არარელევანტურია. განვმეორდები, ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულებებზე, ისევე, როგორც ნებისმიერმა სხვა საზოგადო მოქალაქემ.

თუ ის გაინტერესებთ, რა ძალადობებზეა საუბარი, საკმაოდ მოცულობითია ეს კონკრეტული შემთხვევა და ძალიან ბევრი სახის ძალადობებზეა საუბარი,” – განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა.