აზერბაიჯანის თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ოფიციალურად მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს და აცნობა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ 13 სექტემბრიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მთელ სიგრძეზე განხორციელებული ინტენსიური დარტყმების შესახებ, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„სომხური მხრიდან არის მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, ჩვენ განვიცადეთ სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არ წყვეტენ თავდასხმის მცდელობებს“, – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე შეტაკებები მოხდა. სომხეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან დაღუპულია 49 ადამიანი.