აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიიდან 9500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანის გეგმა დაატმკიცა. ამის შესახებ Twitter-ზე პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი ჯონატან ჰოფმანი წერს.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიმართულია რუსეთის შეკავების გაძლიერებასა და ნატოს გაძლიერებაზე. კერძოდ, ეს ზომა დაეხმარება აშშ-ის ევროპაშ სტრატეგიული და ოპერატიული მოქნილობის გაუმჯობესებაში. უახლოეს დღეებში პენტაგონი სენატის პროფილურ კომიტეტებში ამ საკითხზე ბრიფინგებს გამართავს, შემდეგ კი გაიმართება კონსულტაციები ნატოს წევრ ქვეყნებთან.
მანამდე გერმანიაში ამერიკული ჯარების დატოვების პირობად ტრამპი გერმანიის თავდაცვითი ხარჯების გაზრდას ასახელებდა.
“იმედი”