ბორის ჯონსონი: ვერ გავაგრძელებთ კორონავირუსის კრიზისის ტყვეებად ყოფნას

დიდ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, შესაძლოა, ნაადრევი იყოს საუბარი კორონავირუსის შემდგომ ბრიტანეთზე მაშინ, როდესაც ქვეყანაში უამრავი ადამიანი ნერვიულობს.

„ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ამ კრიზისის ტყვეებად ყოფნას. ვფიქრობ, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამომავლო გეგმის შედგენა. თუ კორონავირუსის კრიზისმა რამე გვასწავლა, ის არის, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს მზად , მათ შორის მზად იყოს ისეთი სიჩქარით იმოძრაოს, რაც თაობებში არ გვქონია“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ კრიზისთან გამკლავება უნდა შეაფასოს.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 311 ათასი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 43 550 ადამიანი გარდაიცვალა.

“იმედი”