თურქეთი რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი გაზის საფასურის 25%-ს რუბლებში გადაიხდის.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას, შესაბამის შეთანხმებას მან და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
„როგორც იცით, ძალიან მალე ამოქმედდება ჩვენი შეთანხმება თურქეთში რუსული ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ, რომლის საფასურის 25%-საც თურქეთი რუსულ რუბლებში გადაგვიხდის. საკითხი შეთანხმებულია“, – განაცხადა პუტინმა.