“თუ ეს კომპანია ორ კვირაში ვერ შეასრულებს სამუშაოს, გააგდეთ და გააშავეთ” – ვის ემუქრება კალაძე

მუხიანში მდებარე სკვერთან დაკავშირებით დედაქლაქის მერს კითხვები აქვს. კახა კალაძის თქმით,კომპანიამ ვალდებულებები არა შეასრულა.

„თუ ეს კომპანია ორ კვირაში ვერ შეასრულებს სამუშაოს, გააგდეთ და გააშავეთ“, – ამბობს დედაქლაქის მერი.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „მუხიანში, უნდა დასრულებულიყო სკვერის მშენებლობა, დაახლოებით, 1000 კცადრატულ მეტრზე, რაც არ შესრულდა.
“ყველა გარემოება მესმის, პანდემიაც მათ შორის, მაგრამ ამ რთულ ვითარებაშიც კი არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ გაგვიჩერებია. ეს კონკრეტული პროექტი დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მიგდებულია. არავინ აქცევს ყურადღებას, არ ვიცი თავად კომპანია რას ფიქრობს, მაგრამ ფაქტია, რომ იქ გავლა შეუძლებელია, წყალი დგება და სანაგვედ არის ქცეული იქაურობა“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს და გლდანის რაიონის გამგებელს დაავალა, საქალაქო სამსახურთან
ერთად დაიბარონ კომპანია დღესვე და სამუშაოების დასასრულებლად 2 კვირის ვადა მისცენ.

„თუ ორ კვირაში პროექტი არ დასრულდება, შეგიძლიათ გააბრძანოთ. ეგეთი კომპანიები მუნიციპალიტეტის ტენდერებში ვერ უნდა იღებდნენ მონაწილეობას. ბვრი კომპანია გავაშავეთ გასულ წლებში ისეთი, ვინც მოსახლეობა და ჩვენც ფეხებზე დაგვიკიდეს. დაიბარეთ ეს კომპანია და თუ ორი კვირის განმავლობაში ვვერ დასრულებს სამუშაოს, გააგდეთ და გააშავეთ ისე, რომ საქართველოში ვერცერთ ტენდერში ვერ მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა კალაძემ.

 

“ნიუპოსტი”