გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებში „ძვრები იყო“, თუმცა არა განსაკუთრებული მასშტაბის. როგორც კანცლერმა აღნიშნა, დიპლომატიური საუბარი პუტინთან მეგობრულ ტონალობაში იმართება, მიუხედავად არსებული აზრთა სხვადასხვაობისა. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა Deutschlandfunk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ყველა საუბარი რომ შევაჯამოთ, რომლებიც მე მასთან ბოლო დროს მქონდა, ცალსახა იყო ძვრები. უბრალოდ ისინი არ იყო ძალიან მასშტაბური“, – განაცხადა შოლცმა.
ამასთან, გერმანიის ლიდერმა ის საკითხები დაასახელა, რომლებზეც მიდის საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან.
„ჯარის გაყვანის მოთხოვნის გარდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჰუმანიტარულ საკითხებზე საუბარი. მაგალითად, მარცვლეულის ექსპორტის საკითხი, საერთაშორისო წითელი ჯვრისთვის წვდომის საკითხი დატყვევებულ ჯარისკაცებთან და მნიშვნელოვანი იყო ასევე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხის განხილვა“, – განაცხადა შოლცმა.