აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოს ერევანში ჩავიდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ეს პელოსის პირველი ვიზიტია სომხეთში. მას ზვარტნოცის აეროპორტში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი და აშშ-ის ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი დახვდნენ.
ისაკოვის გამზირზე, სომხეთის რესპუბლიკაში აშშ-ის საელჩოს შენობასთან, პელოსს მოძრაობა „სასნა ცრერის“ წევრები დახვდნენ. მათ ხელში ეკავათ ამერიკის შეერთებული შტატების და სომხეთის დროშები.
17-19 სექტემბერს ვიზიტის ფარგლებში, პელოსი შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს და სხვა მაღალჩინოსნებს. ისინი განიხილავენ სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების მიმდინარე ვითარებას.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პრესკონფერენციას გამართავს. აშშ-ს დელეგაციაში შედიან აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ პალონე და წარმომადგენელთა პალატის წევრები ანა ეშუ და ჯეკი სპაიერი.