ისე მობერდნენ და ჩამოხმნენ სააკაშვილის ჩრდილში, რომ ვუსურვებ ბოლომდე იქ დარჩნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ვიცოდი აქამდეც, რომ ეს ადამიანები ერთად იყვნენ ყველგან და ყოველთვის და მათი რეიტინგები კი ჩანს ყოველთვის. ერთი ან ორი პროცენტის გარშემო ტრიალებს ეს ყველაფერი. ისე მობერდნენ და ჩამოხმნენ სააკაშვილის ჩრდილში, რომ ვუსურვებ ბოლომდე იქ დარჩნენ მიხეილ სააკაშვილის საკნის თუ პალატის კართან. იქ არის მათი ადგილი იდეურად, მორალურად და ზნეობრივად, ფიზიკურად, რომ იქ არიან კი იცით ჩემზე უკეთ“,- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ოპოზიციის ნაწილი პროევროპული მოძრაობის შესაქმნელად ემზადება. დღეს ინიციატივა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დააანონსა. პარტნიორებად, გიორგი ვაშაძის გუნდი, ელენე ხოშტარიას „დროას“, ხაზარაძე-ჯაფარიძის „ლელოს“ და ზურაბ ჯაფარიძის პარტიას „გირჩი მეტი თავისუფლებას“განიხილავს.