გია ხუხაშვილი: ყველა ბრალდება, რაც ხელისუფლების მიმართ ისმის არ არის ობიექტური, მაგრამ ბევრი ინფორმაცია საყურადღებოა

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ბრალდება, რაც ხელისუფლების მიმართ ისმის, არის ობიექტური და ეყრდნობა ფაქტობრივ მასალას, მაგრამ ბევრი ინფორმაცია არის საყურადღებო, რომელიც საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში ნდობით სარგებლობს -ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

“შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ბრალდება, რაც ხელისუფლების მიმართ ისმის, არის ობიექტური და ეყრდნობა ფაქტობრივ მასალას. რა თქმა უნდა, ბევრი სპეკულაციაც არის, შეთქმულების თეორიებიც მოგვისმენია, მაგრამ ბევრი ინფორმაცია არის საყურადღებო, რომელიც საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში ნდობით სარგებლობს. ყოველშემთხვევაში, საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ რაღაცა ხდება და ამაზე პასუხებს ითხოვს და ხელისუფლება რეაგირებს მსუბუქად, რაშიც ავლენს აბსოლუტურ უპასუხისმგებლობას” _ განაცხადა გია ხუხაშვილმა.