პირველად ცხოვრებაში, ვიღაცას მივაყენე შეურაცხყოფა ეროვნული ნიშნით (და არა მარტო)! – გულბაათ რცხილაძე

ვაღიარებ: მომიწია ამის გაკეთება, ეროვნული ნიშნით შეურაცხყოფის მიყენება, თუმცა იძულებით. ამას მოჰყვა ფიზიკური და სხვა სახის შეურაცხყოფები – ასევე იძულებით.

რასაკვირველია, უკრაინის მოქალაქეზე, “უკრზე”. ძალიან არიან გათავხედებულები, საქართველოს ცა ქუდად არ მიაჩნიათ და მიწა – ქალამნად. უკვე მეორე შემთხვევა მქონდა, როდესაც ვიღაც უკრაინელი უხეშად იძლევა სიგნალს ქუჩაში და ბრალს მდებს, თითქოს მანქანით მოძრაობის წესები დავარღვიე.

ყველაფერი შეიძლება, მათ შორის, ესეც. უცხოეთის მოქალაქესაც აქვს უფლება, რომ მიგვითითოს, თუკი ჩვენ არ ვიქცევით სწორად. მაგრამ ტონსაც ხომ გააჩნია. არასოდეს რუსებზე ან თუნდაც ევროპელებზე არ შემიმჩნევია ასეთი საქციელი, თვით ექსპანსიურ თურქ-არაბებსაც არასოდეს გამოვუწვევივარ. აი ამ უკრაინელებისგან, არ ვიცი, დამთხვევაა, თუ ე. წ. ეროვნული ხასიათის გამოვლენა, უკვე მეორე შემთხვევა იყო, როცა უკმეხად იქცევიან (რამდენიმე წლის წინ მესამე შემთხვევაც იყო, როდესაც უკრაინის საელჩოდან გამოსული მანქანა უკან აგვედევნა და მანამ გვსდია მარჯანიშვილამდე, სანამ ჩემმა მძღოლმა სახიფათო მანევრით კინაღამ ხეს არ შეახეთქა).

წარმოიდგინეთ, მოვდივარ ზოლში, სადაც წყვეტილი ხაზია და გადავდივარ მეორე ზოლში. სპორტული, თითქმის ახალი მანქანიდან, რომელსაც ბრიტანული ნომრები აქვს, თავს გადმოჰყოფს ახალგაზრდა მძღოლი და უკმეხად გასწავლის ჭკუას – უკრაინული აქცენტით. ასევე მკვახე შეპასუხების შემდეგ, შუშას ამოსწევს და გაგეცლება. ეს ერთი-ორი კვირის წინ იყო, დღეს კი, ასევე ძვირადღირებული “ჯიპიდან”, თავი გადმოჰყო ვიღაც “შიბზიკამ” და იგივე გაიმეორა (საცობი იყო). უკნიდან მომავალი ქართველი ტაქსის მძღოლიც კი გაოცდა, რა უნდა ამასო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, შევხედე რა ამ თავხედის მანქანის სანომრე ნიშანს სერიით UA, ორჯერ უფრო უკმეხი პასუხი გავეცი, ვიდრე სხვა შემთხვევაში ვიზამდი ამას. ვინაიდან “უკრი” მძღოლი არ დაცხრა, მას ეროვნული ნიშნითაც მივაყენე შეურაცხყოფა – თუმცა ისეთ არაფერი მითქვამს, უბრალოდ “ხახვს” რომ ჰგავს, ის სიტყვა ვუთხარი. ადრე არ სწყინდათ ეს სიტყვა, მაგრამ როდესაც “ცე ევროპა” გამოცხადდა, სოციალურ ქსელებშიც აიკრძალა “ხახვის” მსგავსი სიტყვის დაწერა – უბრალო, სახუმარო სიტყვა, “ეროვნული ღირსების დამცირებად” გადაიქცა. ჰოდა, მეც ასე “დავუმცირე” ეს ღირსება.

ინციდენტი ამოწურული მეგონა, 5-10 წუთი გავიდა, საცობში ვდგავართ. ამ დროს ვხედავ, ვიღაც მოდის, მათხოვარი მგონია (ვერ ვიცანი!), მოუახლოვდა ჩვენს მანქანას, ფული უნდა მივცე და… რუსულ ენაზე, უკრაინული აქცენტით, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებს…

ამ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჩემი მხრიდან მწვავე ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. ამან გაჭრა. ინციდენტი ასე ამოიწურა. პოლიციაც მოვარდა, მაგრამ არ დავუკავებივართ.

ვფიქრობდი, ღირდა თუ არა ამ კერძო შემთხვევის შესახებ დაწერა. გადავწყვიტე, რომ ღირს იმად, რომ ყველამ გავიგოთ განსხვავება რუს ტურისტსა და უკრაინელ თავხედებს შორის. რა თქმა უნდა, უკრაინელებს შორისაც არიან ნორმალური ადამიანები და არ უნდა გამოცხადდეს მათზე დევნა, მათი შევიწროება, მათზე შეურაცხყოფა ეროვნული და სხვა ნიშნით დაუშვებელია, მაგრამ… მაგრამ! მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მათთვის სასათბურე პირობების შექმნა, 300-ლარიანი დაფინანსება, მათი დროშების ფრიალი, უკრაინულ ენაზე წარწერების გაკეთება (რუსულად მშვენივრად კითხულობენ და კომუნიკაციასაც არ გაურბიან პუშკინის ენაზე).

უკრაინა საქართველოს მეგობარი ქვეყანა არ არის! უკრაინელებმა კი უნდა იგრძნონ საქართველოში, რომ ისინი აქ სტუმრად არიან! და რომ, სტუმარი ოდესმე სახლში უნდა გაბრუნდეს!

 

გულბაათ რცხილაძე