პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ევროკავშირმა არ უნდა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი, რადგან ეს მხოლოდ გააღრმავებს ენერგოკრიზისს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ევროკავშირმა არ უნდა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მერვე პაკეტი, რადგან ეს მხოლოდ გააღრმავებს ენერგოკრიზისს და ევროპას დააზარალებს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
– “ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს სანქციების მერვე პაკეტის ხსენება, უნდა შეწყვიტოს ისეთი ზომებზე მინიშნება, რომლებიც მხოლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს ენერგორესურსების მიწოდების კრიზისს” – ნათქვამია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებაში.
წყარო: newposts.ge