მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: მივესალმები იმის აღიარებას, რომ მათ შეცდომა დაუშვეს და ასე მუშაობა არ ივარგებს

თითქოს ისინი ალტერნატიულ კანონპროექტებზე მუშაობდნენ და ესეც მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„თავიდანვე მიმაჩნდა, რომ მათი გეგმა იყო აბსოლუტურად მცდარი და არასწორი. მივესალმები იმის აღიარებას, რომ მათ შეცდომა დაუშვეს და ასე მუშაობა არ ივარგებს. უნდა ჩაერთონ მუშაობის პროცესში“, -განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, ის მიიჩნევს, რომ რეკომენდაციებზე მუშაობის ტემპი დასაწუნი არ არის და ყველა მიმართულებით სერიოზული წინსვლაა.