ბათუმში ჯერ კიდევ რჩება თურქული კვარტლები, ისევ უკონტროლოდ შენდება ოსმალური საგანმანათლებლო ცენტრები, პოლიტიკური მედრესე-პანსიონები

ასლან აბაშიძის მმართველობის დროს, 2004 წლამდე, ბათუმში თურქულ კაპიტალს, ქალაქის ეკონომიკის 5% პროცენტიც კი არ ჰქონდა ათვისებული. ასევე მნიშვნელოვანია მთლიან რეგიონში ‘მედრესე-პანსიონების’ რიცხვის ზრდაც, რომელიც 3 ერთეულიდან, 2010 წლის მონაცემით 184 მდე (!) გაიზარდა. მათ შორისაა მეჩეთი: 119, მედრესე: 51, მედრესე-პანსიონი: 9.

აქედან მხოლოდ 44 გახლავთ კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის საკულტო ნაგებობა.

როგორც ვხედავთ, თურქულმა საგანმანათლებლო ცენტრებმა აყვავება და გამრავლება სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყეს. მათი რიცხვის ზრდას მმართველი გუნდი ხელს უწყობდა და არც არავინ უწევდა მონიტორინგს იმ დიდძალ ფინანსებს, რომელიც თურქეთიდან შემოედინებოდა, საგნმანათლებლო ცენტრებისთვის. დღეს, სამწუხაროდ, დაუდგენელია მათი რაოდენობა, სავარაუდოდ დაახლოებით მინიმუმ 40%-ით უნდა იყოს მათი რიცხვი გაზრდილი.

თურქულ საგანმანათლებლო ცენტრებთან ერთად იზრდებოდა თურქული კაპიტალიც, რომელიც დღეს საგანგაშო ნიშნულზე და დღეს ბათუმის ეკონომიკის თითქმის 80% -ს შეადგენს. კაპიტალის ზრდასთან ერთად იზრდებოდა იმ თურქების რიცხვიც, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას გამარტივებული წესით იღებდნენ.

პროდასავლური ხელისუფლება დაუფარავად მოქმედებდა თურქული დაზვერვის სასარგებლოდ და ხელს უწყობდა რეგიონის თურქიფიკაციას. ასლან აბაშიძის მართვის სადავეებიდან ჩამოცილებით, ანკარას რეგიონში შესაძლებლობების უზომოდ დიდი ფანჯარა გაეხსნა. ერდოღანის მიერ წარმოთქმული ლექსი „მესხეთზე“ და ანკარას მოქმედება რეგიონში, უკვე ცხადჰყოფს, თუ რეალურად რა მიზანი ამოძრავებს თურქეთს აჭარის მიმართ.

2003  წელს კოლექტიური დასავლეთის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი სააკაშვილი, იწყებს აჭარის რეგიონის თურქებზე ეტაპობრივ გადაბარებას, აძლიერებს „ნეოოსმალურ“ იდეოლოგიას და თურქული კაპიტალის რეგიონში მოდინებით ახდენს ყალბი შთაბეჭდილების შექმნას, რომ აჭარა „მდიდრდება“. სინამდვილეში, აჭარა ანკარაზე სულ უფრო და უფრო დამოკიდებული გახდა, ხალხს კი გამდიდრებისა არაფერი დაეტყო. ვინც ამაზე ხმა ამოიღო და გააპროტესტა, მათ  რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. 2003 – 2012 წლებში ნებისმიერი ანტითურქული გამოსვლა თუ გაკეთებული ანალიზი, სტატია თუ უბრალოდ ერთი ინტერვიუ, მონათლული იყო რუსულ პროპაგანდად და ხელისუფლება რეგიონში მის ძალისმიერი მეთოდებით ჩახშობასაც კი არ ერიდებოდა.

საუბედუროდ, ამ მხრივ არც “ქართული ოცნების” მმართველობის დროს შეცვლილა რაიმე, ბათუმში ჯერ კიდევ რჩება თურქული კვარტლები, ისევ უკონტროლოდ შენდება ოსმალური საგანმანათლებლო ცენტრები, პოლიტიკური მედრესე-პანსიონები. მაგალითად, 2018 წელს, თურქულ დაზვერვასთან ახლო ურთიერთობებში მყოფი „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, რომელსაც ტარიელ ნაკაიძე ხელმძღვანელობს, ბათუმში მეორე მეჩეთის აშენებას ითხოვდა და სარჩელით სასამართლოსაც კი მიმართეს, რომელიც მოიგეს. საინტერესოა, რომ ნაკაიძეს კარგი ურთიერთობები აქვს პროდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც და მას ზურგს ე. წ. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ უმაგრებენ; სწორედ ისინი უზრუნველყოფენ მეჩეთებისა და სხვა ანტიქართული საკითხების იურიდიულ უზრუნველყოფას. დაუდგენელია ნაკაიძის ორგანიზაციის დაფინანსების წყაროები (სინამდვილეში ყველაფერი კარგად არის ცნობილი, მაგრამ არ ხმაურდება). ნაკაიძე ასევე გამოირჩევა მუსლიმანურ სარწმუნოებაში უმძიმეს ცოდვავდ აღქმული მამათმავლობის (ე. წ. „ლგბტ“-ების მხარდაჭერით) და 2020 წლის პარლამენტში ის „პროდასავლური ძალის“ – “ევროპული საქართველოს” სიით შევიდა.

ნაკაიძის პროვოკატორული საქმიანობა შორს არის მუსლიმური სარწმუნოებისგან და დაპირისპირებულია ქართულ სამუფტოსთან. მისი მიზანია თურქეთისა და დასავლეთის დღის წესრიგის განხორციელება საქართველოსა და ცალკე აღებულ აჭარაში, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის და ქრისტიანული რწმენის პოზიციების დასუსტებას ისახავს მიზნად. ამ გზით ცდილობენ ქართველი ერის ხერხემალში გადატეხას და მისი მხრიდან სრული მორჩილების მიღწევას.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი