საქართველოში შეამოწმეს 3047 ადამიანი, რომელთაგან ნარკოტიკული თრობა 2127 პირს დაუდასტურდა.
საქართველოში შეამოწმეს 3047 ადამიანი, რომელთაგან ნარკოტიკული თრობა 2127 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 28 ქალია და 5 არასრულწლოვანი – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და კვლევა 8 თვეს ითვალისწინებს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 4225 პირი შეამოწმეს, ნარკოტიკული თრობა 2689-ს დაუდასტურდა. შემოწმებულ პირთაგან 71 ქალი იყო, მათ შორს, ნარკოტიკული თრობა 17 ქალს დაუდასტურდა.
რაც შეეხება არასრულწლოვნებს, 2021 წლის განმავლობაში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 30 არასრულწლოვანი შეამოწმეს, მათ შორის 28 ბიჭი და 2 გოგო, აქედან ნარკოტიკული თრობა 19-ს აქვს დადასტურებული 17 ბიჭს და 2 გოგოს.
წყარო: alt-info.ge