ირანში საპროტესტო ტალღის ზრდის ფონზე, ქვეყნის ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებზე „ინსტაგრამსა“ და „ვოთსაფზე“ წვდომა შეზღუდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, „ინსტაგრამი“ და „ვოთსაფი“ ბოლო სოციალური ქსელები იყო, რომლებიც ქვეყანაში ფუნქციონირებდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კავშირი დაკარგა ირანის ფოსტის მობილური ტელეფონის პროვაიდერმა.
თეირანისა და სამხრეთ ირანის ორმა მაცხოვრებელმა თქვა, რომ „ვოთსაფზე“ მხოლოდ ტექსტის გაგზავნა შეუძლიათ, „ინსტაგრამი“ კი მთლიანად დაბლოკილია.
სოციალური მედიის ვებსაიტები, როგორიცაა „ტიკტოკი“, „იუთუბი“, „ტვიტერი“ და „ფეისბუქი“ რეგულარულად იბლოკება ისლამური რესპუბლიკის ნაწილებში, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მკაცრი ინტერნეტკონტროლი აქვს.
ირანში საპროტესტო ტალღის აგორება გასულ კვირას 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებამ გამოიწვია, რომელიც მორალის პოლიციამ „შეუსაბამო ჩაცმულობისთვის“ დააკავა.