ევროპული პოლიტიკა, რომელიც აგებულია “რუსეთის სასტიკ დასჯაზე”, თავად ევროპელების ცხოვრებაზე აისახება

ევროპული პოლიტიკა, რომელიც აგებულია “რუსეთის სასტიკ დასჯაზე”, თავად ევროპელების ცხოვრებაზე აისახება.

“ყვითელ-ლურჯმა ისტერიამ მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში, მძიმე დიარეა გამოიწვია” – მედვედევი.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თვმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა რუსეთის მიმართ ევროპელების პოლიტიკა გააკრიტიკა და მას “ამპარტავანი უხეშობის, თინეიჯერული ინფანტილიზმისა და პრიმიტიული სისულელეების ამაზრზენი კოქტეილი” უწოდა.

ამის შესახებ მან, ტრადიციულად, ტელეგრამში დაწერა.

მედვედევის თქმით, ევროპული პოლიტიკა, რომელიც აგებულია “რუსეთის სასტიკ დასჯაზე”, თავად ევროპელების ცხოვრებაზე აისახება.

– “მიუფურთხებიათ, რომ აქვთ უზარმაზარი მრეწველობა, განვითარებული სოფლის მეურნეობა, ევროკავშირის მოქალაქეებს თბილ სახლებში ცხოვრება უნდათ. მთავარია – რუსები დაიტანჯონ” – წერს პოლიტიკოსი.

მედვედევი ასევე აღნიშნავს, რომ გაზის, ნავთობისა და ნახშირის ფასები სხვა ქვეყნებში გაცილებით ძვირია და ეს, ევროპელ პოლიტიკოსებს აიძულებს ერთდროულად „სამ სკამზე ჯდომას“: დაეხმარონ უკრაინას, ზიანი მიაყენონ რუსეთს, მაგრამ, ამავე დროს, საკუთარ ხალხზე იფიქრონ.

– “ყვითელ-ლურჯმა ისტერიამ ცივ სახლებში გაყინვის შიშის მძიმე დიარეა გამოიწვია. მართალია, ევროპელი ბრძენები დიარეის მკურნალობას ნაცადი წამლებით სთავაზობენ: კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა და ომი გამარჯვებამდე” – წერს დიმიტრი მედვედევი.

წყარო: newposts.ge