მევლუთ ჩავუშოღლუ – ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინაში ომის დასრულებას არ აახლოებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციაზე და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არ აახლოებს უკრაინას ომის დასრულებასთან.

„ჩვენ მომხრე ვართ დიალოგისა და მოლაპარაკებების ორი ქვეყნის პრეზიდენტების მონაწილეობით. რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ომის უარყოფითი გავლენა ყველაზე და ყველა სფეროზე ისახება”, – აცხადებს თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu-სთან ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრი.

ის ირწმუნება, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა ძალისხმევას მოსკოვსა და კიევს შორის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.