,,უბრალოდ, ერთს ვთხოვდი, რომ ლევან ხაბეიშვილს ხელი არ მოხვდეს და ბატონ რომან გოცოროძეს ზედმეტი შეურაცხყოფა არ მიაყენონ,’’ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში’’ მომხდარ ჩხუბის ფაქტს.
“ხელჩართული ჩხუბი და ბარდაგი იყო, მერე უარყვეს. ახლა, კონკრეტულმა დაზარალებულმა, თუ არ ვცდები, იმას მოხვდა მეტი, თუ მეორეს არ ვიცი. თქვა, რომ შეხლა-შემოხლა ყოფილა. აი, ეს არის მთელი აბსურდის თეატრი, რასაც ესენი პროვოკაციას უწყობდნენ ქვეყანას, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა. ახლა, ერთმანეთში არკვიონ.
უბრალოდ, ერთს ვთხოვდი, რომ ხაბეს ხელი არ მოხვდეს და ბატონ რომანს ზედმეტი შეურაცხყოფა არ მიაყენონ”- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.