ლევან იოსელიანი: რუსეთიდან საქართველოში შემოსულ ადამიანებს დღეს სურთ თავი აარიდონ ომს, მაგრამ არავინ იცის შემდეგ რა გეგმები აქვთ

მისი თქმით, რუსეთიდან საქართველოში შემოსულ ადამიანებს დღეს სურთ თავი აარიდონ ომში წასვლას, მაგრამ არავინ იცის, ამი შემდეგ, რა გეგმები აქვთ – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„ეს არის კონკრეტული ჯგუფი, ძირითადად მამაკაცების, რომლებიც იქ სამხედრო სამსახურს არიდებენ თავს, ე.წ. დეზერტირები და მათ უნდათ საქართველოში აარიდონ თავი თავიანთ სამხედრო სამსახურს, წინასწარ არ ვიცით, რომ ეს ხალხი კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ, არ ვიცით, ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ თუ არა. დღეს უნდათ თავიანთი პრობლემა მოიგვარონ და თავია არიდონ გაწვევას, მაგრამ არ ვიცით მერე რა გეგმები აქვთ. ეს რომ იყოს 100-200 კაცი, კი ბატონო, ეს არ იქნებოდა დიდი პრობლემა, მაგრამ როცა 70 ათას ადამიანზეა საუბარი და აქედან 16 ათასი დარჩა საქართველოში, მე ვფიქრობ ეს დასაფიქრებელია და სახელმწიფომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ რაღაც ფილტრაცია მოხდეს ამ ადამიანების შემოშვებისას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.