“პირველად ვაქვეყნებ ჩემი სახლის ფოტოს, რომელიც სოხუმში მოგზაურობისას გადავიღე…” – მანანა მგალობლიშვილი

“ეს ხალ­ხი სულ დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის ქვეშ რო­გორ უნდა იყოს, მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას და­სახ­მა­რე­ბე­ლი არა­ფე­რი სჭირს”, – ეს გან­ცხა­დე­ბა “გირ­ჩის“ ლი­დერ იაგო ხვი­ჩი­ას ეკუთ­ვნის.

პო­ლი­ტი­კო­სის ამ გან­ცხა­დე­ბას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლე­ბიც აფხა­ზეთ­ში და­ი­ბად­ნენ, გა­ი­ზარ­დნენ და დღემ­დე დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით ცხოვ­რო­ბენ. მათ შო­რის არის ექი­მი მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც წლე­ბის შემ­დეგ სტუმ­რად ჩა­ვი­და სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში და სახ­ლი, სა­დაც მშობ­ლებ­თან და დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი დახ­ვდა.

მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ის და მისი შვი­ლე­ბი დღემ­დე ატა­რე­ბენ დევ­ნი­ლის სტა­ტუსს, თუმ­ცა ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბას არ იღე­ბენ და ბი­ნაც არა­სო­დეს მო­უ­თხო­ვი­ათ… ექ­ვსი და-ძმა ჰყავს და დახ­მა­რე­ბას არც ისი­ნი იღე­ბენ… მარ­თა­ლია, მისი მოგ­ზა­უ­რო­ბა არა­რე­თხელ გა­შუ­ქე­ბუ­ლა მე­დი­ა­ში, მაგ­რამ ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­კუ­თა­რი სახ­ლის ფო­ტო­ე­ბი…

“ბავ­შვო­ბი­დან ოპ­ტი­მის­ტი გახ­ლა­ვართ, ვცდი­ლობ, ნაკ­ლე­ბად ვი­ფიქ­რო ნე­გა­ტი­ურ­ზე, წარ­სუ­ლის სევ­დი­ან ეპი­ზო­დებ­ზე და არ ვი­დარ­დო იმა­ზე, რაც გარ­და­უ­ვა­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 29 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ცერ­თი დღე არ გა­სუ­ლა ისე, რომ გო­ნე­ბა­ში ერთი წა­მით მა­ინც არ აღ­მედ­გი­ნა ჩემი დიდი და ლა­მა­ზი სახ­ლი სო­ხუმ­ში, ფარ­თოდ გა­დაშ­ლი­ლი აივ­ნე­ბით, გრძე­ლი კი­ბე­ე­ბით, მა­მა­ჩე­მის ფან­ტა­ზი­ით შექ­მნი­ლი მა­რან-აუ­ზე­ბით…

ზოგ­ჯერ დე­და­ჩე­მის გა­და­ძა­ხი­ლიც მეს­მის ან მა­მა­ჩე­მის მტკი­ცე და დინ­ჯი სა­უ­ბა­რი, დრო­დად­რო ზღვის იოდ­ნა­რევ ჰა­ერ­ში გა­ზა­ვე­ბუ­ლი ევ­კა­ლიპ­ტე­ბის, პიტ­ნი­სა და მან­და­რი­ნე­ბის სურ­ნელ­საც შე­ვიგ­რძნობ.

დღეს პირ­ვე­ლად ვაქ­ვეყ­ნებ ჩემი სახ­ლის ფო­ტოს, რო­მე­ლიც ორი­ო­დე წლის წინ სო­ხუმ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას გა­და­ვი­ღე. დამ­წვა­რი, ჩა­მონ­გრე­უ­ლი, გა­ძარ­ცუ­ლი, გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი მი­ტო­ვე­ბუ­ლი, და­ჩაგ­რუ­ლი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი… მაგ­რამ თით­ქოს მა­ინც ამა­ყად მდგა­რი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მე ასე მგო­ნია ან ასე მინ­და, რომ იყოს..

ძა­ლი­ან მინ­დო­და შევ­სუ­ლი­ყა­ვი შიგ­ნით და წარ­სუ­ლის მე­მა­ტი­ა­ნე ნარ­ჩე­ნე­ბის­თვის ხელი შე­მევ­ლო, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი, რად­გან მთე­ლი ეზო ეკალ­ბარ­დე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი და ჭიშ­კა­რიც ვე­ლურ მცე­ნა­რე­ებს ნელ სიკ­ვდილ­ში ჩა­ეთ­რი­ათ.

სი­ტყვა “ტრა­გე­დია” და “შოკი” ისე სრულ­ყო­ფი­ლად ვერ ასა­ხავს იმ ში­ნა­გან მდგო­მა­რე­ო­ბას, რაც უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა დევ­ნილ­მა გა­მო­ი­ა­რა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა იმ­დე­ნად ღრმა იყო თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თვის, რომ ბევ­რმა ვერ შეძ­ლო ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა, დარ­ჩა ისევ იქ, აფხა­ზეთ­ში, წარ­სუ­ლი დი­დე­ბის მო­გო­ნე­ბებ­ში და მწა­რე ნოს­ტალ­გი­ა­ში. შე­საძ­ლოა ეს გარ­კვე­უ­ლი ში­ნა­გა­ნი პრო­ტეს­ტიც გახ­ლდათ – ახა­ლი რე­ა­ლო­ბის არ მი­ღე­ბის, არ აღი­ა­რე­ბის და არ შე­გუ­ე­ბის…

ასე­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის ჩვე­უ­ლი რე­აქ­ცია დიდ ტრა­გე­დი­ა­ზე იმი­სათ­ვის, რომ ტკბილ­მა მო­გო­ნე­ბებ­მა ოდ­ნავ მა­ინც გა­ა­ქარ­წყლოს არ­სე­ბუ­ლი მწა­რე რე­ა­ლო­ბა. ვფიქ­რობ, რომ სწო­რედ ამან ხელი შე­უ­შა­ლა ძა­ლი­ან ბევრ ნი­ჭი­ერ და მშრო­მელ ახალ­გაზ­რდას, ახალ გა­რე­მო­ში სა­კუ­თა­რი თავი ეპო­ვა და სა­თა­ნა­დო რე­ა­ლი­ზე­ბა მო­ეხ­დი­ნა.

ცხოვ­რე­ბა კი მი­დის, როცა აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი გარ­და­იც­ვლე­ბა, გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი სევ­და გი­პყრობს, არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის, არა­მედ ამ პი­როვ­ნე­ბის გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნის გამო, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სას ას­მაგ­დე­ბა და ისე­თი გან­ცდა გე­უფ­ლე­ბა, რა­საც ერთი წი­ნა­და­დე­ბით ვერ აღ­წერ, მაგ­რამ აფხა­ზე­თე­ლე­ბი ამას ყო­ველ­თვის გრძნო­ბენ და იცი­ან.

ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი თბი­ლის­ში გა­ვა­ტა­რე, მაგ­რამ რა უც­ნა­უ­რია, რომ სუ­ლით ხორ­ცამ­დე მა­ინც სო­ხუ­მე­ლად ვგრძნობ თავს და კი­დევ 100 წე­ლიც რომ ვი­ცხოვ­რო, მა­ინც სო­ხუ­მე­ლად დავ­რჩე­ბი… – წერს მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი.