ყველაფერი მიუთითებს, იმაზე რომ მიდის მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება. ახლა, მესამე მსოფლიო ომის ზღვართან მოსიარულე მსოფლიოში ისმის კრემლის კურანტებთან ერთად, ატომური იარაღის ჯღარუნი – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ფონზე ჩვენი ამოცანაა საფრთხეს გავაღწიოთ თავი და მომგებიანი გეოპოლიტიკური პოზიცია დავიკავოთ.
„ყველაფერი მიუთითებს, იმაზე რომ მიდის მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება. ახლა, მესამე მსოფლიო ომის ზღვართან მოსიარულე მსოფლიოში ისმის კრემლის კურანტებთან ერთად, ატომური იარაღის ჯღარუნი. რა თქმა უნდა, ამ ფონზე ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის ამოცანა, მოვალეობა და ისტორიული მისიაა, არ მოვყვეთ დიდ ნანგრევებში, გავაღწიოთ მშვიდობიანად საფრთხეს და რაც შეიძლება დავიკავოთ მოხერხებული და მომგებიანი გეოპოლიტიკური პოზიცია. ეს პოზიცია ნიშნავს იმას, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, მოვიცილოთ პროპუტინისტური რეჟიმი, შევინარჩუნოთ ჩვენი მოკავშირეები, რომელთა ზურგზეც მოვდივართ დღემდე და გადავაქციოთ საქართველო ევრაზიის საკვანძო ღერძად“- განაცხადა „კავკასიის“ ეთერში შალვა ნათელაშვილმა.